06:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:24:41, 1693 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა

485 ხმა 132-ს წინააღდეგ - ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 29 დეპუტატმა შეიკავა.  

განახლებული რეგულაციის მთავარი მიზანი უკვე არსებული "შეჩერების მექანიზმი" გაძლიერებაა.

ახალი რეგულაცია აძლევს საშუალებას ევროკომისიას, ე.წ შეჩერების მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს.

ამასთან, "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების საფუძველი გაფართოვდა. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი იმოქმედებს, რომელიც გააკონტროლებს, რომ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ "შეჩერების მექანიზმზე" კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიაღწიეს. 

LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი 8 დეკემბერს დაამტკიცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics