|
2016-12-15 12:29:06, 790 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების შესახებ კონფერენცია იმართება
სასტუმრო ჰილტონში დღეს მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელისუფლების, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ მსჯელობენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე დაინტერესებული მხარეების კერძო ინიციატივებიც განიხილება. ღონისძიებაზე „აჭარისწყალ ჯორჯიას“ მენეჯმენტის მისასალმებელი სიტყვებით გამოსვლის შემდეგ რეგიონში არსებულ მდომარეობაზე პრეზენტაცია გააკეთა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „2017 წელს, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტის „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“-ს ბიუჯეტი ჩვენ მილიონ ლარამდე სწორედ არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გავზარდეთ. სააგენტომ მიმდინარე წელსაც, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ტურისტული მარშრუტების შემქნისა და მარკირების, ასევე სხვადასხვა თემატური ფესტივალების ჩატარების კუთხით, თუმცა შემდეგ წელს სააგენტოს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მისი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა და ეფექტური თანამშრომლობაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. კონფერენცია კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივით, აჭარის მთავრობის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი. ,,დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გამოვნახოთ ახალი გზები და საშუალებები, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი ტურიზმის განვითარებას მაღალმთიან აჭარაში. შუახევიჰესის მშენებლობა მთავრდება, თუმცა გრძელდება ჩვენი სოციალური პოლიტიკა ოპერირების ბაზაზეც, რაც რეგიონის გრძელვადიანი განვითრების პროცესში ჩვენი მხრიდან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენი ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტურიზმის მხარდაჭერაა მაღალმთიან აჭარაში.’’ კონფერენცია ერთდღიანია და დღეს დასრულდება. (NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)