16:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:36:26, 2060 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.

მისი განცხადებით, სამომავლოდ მთავრობა გეგმავს ბიზნესის ამ მიმართულების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას.
 
„ყველა ის პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაც ჩვენ განვახორციელეთ, მიმართულია იქითკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება, მათ ჰქონდეთ წვდომა როგორც ფინანსებთან, ისე ინფრასტრუქტურასთან და ტექნიკურ დახმარებასთან. ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან აქტიურები ვიქნებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
 
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატება დამატებითი კომპონენტები, რაც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics