|
2016-12-12 15:06:55, 1133 ნახვა
საზოგადოება
USAID-ის პროექტ ზრდა-ს და თეგეტა მოტორსის თანამშრომლობა რეგიონების ეკონოკიმიკური განვითარების მხადასაჭერად
USAID-ის პროექტ ზრდა-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა თემუს კოხოძემ გააფორმეს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული მემორანდუმი განიხილება როგორც შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს, ურთიერთთანამშორმლობის ფარგლებში, ავტოტექმომსახურების ცენტრების მოდერნიზებას და მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას პროექტის სამიზნე რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლი. ამასთანავე, თეგეტა მოტორსი, როგორც გამოცდილი და ცნობადი ბრენდი, დახმარებას გაუწევს ზრდა-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ერთობლივად შერჩეულ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. დახმარება მოიცავს გადამზადების კურსებს, კონსულტაციებსა და მხადაჭერას ბაზარზე. ასევე, საწარმოები ჩაერთვებიან თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში, რაც მათ შემდგომი ზრდისა და განვითარების საშუალებას მისცემს. თეგეტა მოტორსის საქმიანობის შესახებ: „თეგეტა მოტორსი“, წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" (MAN Truck & Bus AG"-ის ოფიციალური წარმომადგენელი), შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" („პორშესა" და „მაზდას" ოფიციალური წარმომადგენელი), და კომპანია - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ (TOYOTA-ს დილერი და ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოში). USAID-ის პროექტ ზრდა-ს საქმიანობის შესახებ: USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები , ოჯახებს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge საქართველოში USAID-ის საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის გავლით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. USAID-ის პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს დახმარება თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ასევე, ჯანდაცვის და განათლების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)