08:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 14:10:55, 1974 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას ითვალისწინებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარდგენას ელოდება.

„ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარდგინებას. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციას, ეს სიტყვა საერთოდ რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან,  არ მესმის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნისას ვიწრო პოლიტიკური ხედვით იხელმძღვანელა, არასწორი და არაკორექტულია.

 “პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ მათ”, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics