|
2016-12-09 14:37:28, 2324 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილ მინისტრს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილი მინისტრი ჟერომ კაიუზაკი გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ France24 იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად კაიუზაკის მეუღლეც დააკავეს. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. France24-ის ინფორმაციით, ჟერომ კაიუზაკი ბიუჯეტის მინისტრის თანამდებობას 2012-2013 წლებში იკავებდა. ამავე საქმის ფარგლებში დააჯარიმეს ის შვეიცარიული ბანკიც, სადაც ყოფილი მინისტრი და მისი მეუღლე უკანონოდ მიღებულ თანხებს ინახავდნენ. ბანკ Reyl-ს საფრანგეთში საქმიანობა აუკრძალეს და 900 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს. ბიუჯეტის მინისტრის ფინანსური მაქინაციების შესახებ პირველად ინეტერნეტ-გამოცემა "მედიაპარტმა" ოთხი წლის წინ დაწერა. ჟურნალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყო, რის გამოც კაიუზაკი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. მოგვიანებით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძებამ დაადასტურა. ყოფილ მინისტრს უკანონოდ გახსნილი ანგარიშები შვეიციარიისა და სინგაპურის ბანკებში აღმოუჩინეს. ასევე დადგინდა, რომ ის სოლიდურ თანხებს ურიცხავდა დედას. ცნობისთვის, მოსამართლემ ჟერომ კაიუზაკს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთასათან ერთად, ხუთი წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა. მედიის ინფორმაციით, ბიუჯეტის მინისტრის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)