00:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 14:36:08, 1430 ნახვა

საზოგადოება
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინიტროს  სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს.

ფორუმი „ექსპო-ჯორჯიას“ მესამე პავილიონში (ქ.თბილისი,ა.წერეთლის გამზ N118) დილის 10:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ. 

სამუშაოს მაძიებლებს ფორუმზე შესაძლებლობა ექნებათ პირადად  გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, გააცნონ თავისი CV, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები და მიიღონ ინფორმაცია შრომით  ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ. კომპანიებს ვაკანსიები ექნებათ ძირითადად, მომსახურების და წარმოების  სფეროდან.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ პირებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად სოციალური მომსახურების სააგენტოს  საიტის მეშვეობით.

www.ssa.gov.ge-ზე განთავსებული  სპეციალური ბანერის მეშვეობით შესაძლებელია worknet.gov.ge-ს შესაბამის ბმულზე გადასვლა და რეგისტრაცია.

ვისაც ონლაინ- რეგისტრაციაზე არ მიუწვდება ხელი, შეუძლია  სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე  ტერიტორიულ ერთეულს მიმართოს, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics