19:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 10:25:55, 899 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეშვილთან ერთად, რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა.

შსს-ს ინფორმაციით, შენობაში განთავსებულია საცავი, რომელშიც დაცულია სააგენტოს საარქივო დოკუმენტები მთელი საქართველოდან. ამავე შენობაშია თანამედროვე სტანდარტების საწყობი, რომელიც სასაწყობო მასალების შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს.

გიორგი მღებრიშვილმა მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებათა საექსპერტო შემოწმების განახლებული შენობაც დაათვალიერა.   სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მოდერნიზებულ შენობაში მოქალაქეები მომსახურებას ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღებენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics