19:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 18:57:56, 751 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსი დაიხურა

2016 წლის 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა" დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო  და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე.

პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ჩატარდა და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებმა. 

კურსის ფარგლებში, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მონაწილე ქვეყნების მაგალითებს. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატი გადასცეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, გიორგი რაზმაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსმა ეკონომისტმა, ფრანჩესკო ლუნამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics