|
2016-12-01 16:08:45, 1380 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი იოჰანეს ჰანს: უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკომისარმა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მათივე ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს მაღალი რანგის პირველ ინსტიტუციურ შეხვედრას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. იმედი გამოითქვა, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი გახდება შემდგომი რეფორმების კონკრეტული გზამკვლევი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრძელვადიან ჭრილში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მანვე მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სამომავლო დახმარება 2017-2020 წლებში კონცენტრირებული იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რაც საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო აღიარება იქნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)