|
2016-11-30 14:49:03, 2612 ნახვა
მსოფლიო
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული ენერგობლოკის თავზე გიგანტური თაღი აღმართეს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული მეოთხე ენერგობლოკის თავზე გიგანტური თაღი აღმართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DW ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, მასშტაბური პროექტი უკრაინის ხელისუფლებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი მუშაობით გახორციელდა. პროექტი 1,63 მილიარდი ევრო დაჯდა. ამასთან, მის შექმნასა და დაპროექტებას თითქმის 10 წელი დასჭრიდა. სარკოფაგის მშენებლობისთვის მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოყო თანხა. ფოლადისა და ბეტონის თაღი ქალაქს რადიაციის გავრცელებისგან 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 36 ათას ტონიანი ბეტონის სარკოფაგის სიმაღლე 108 მეტრია, სიგანე კი - 150. თაღის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. მისი დიდი ზომის გამო, თაღი ორ ნაწილად აშენდა, შემდეგ კი შეერთდა. კონსტრუქციის დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. 2005 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად 4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, განსხვავებულ ინფორმაციას ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორთა კავშირი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაავადებებისგან 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ავარიას მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა. ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრის რადიუსის ფარგლებში საევაკუაციო ზონა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარია 1980 წლის 26 აპრილს მოხდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სადგურის მეოთხე რეაქტორი, ჰაერში მოხვდა სხვადასხვა რადიოაქტიური ნივთიერება მათ შორის, ურანის, პლუტონიუმის, იოდის, ცეზიუმის, სტრონციუმის იზოტოპები.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)