16:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 15:49:39, 679 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, 2016 წლიდან საქართველოში სათესლე კარტოფილის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში წინასწარ შერჩეულ თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. 

„კომპანიების შერჩევა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ  კარტოფილის მწარმოებელ ფერმერთა სათესლე ნაკვეთებში  საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებული საველე ინსპექტირების  და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე მოხდა.

ჩატარებული კვლევები და შეფასების კრიტერიუმები დაფუძნებული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტანდარტზე S-1, რომელიც სათესლე კარტოფილის ხარისხის კონტროლსა და მის ბაზარზე დაშვებას გულისხმობს“, - აცხადებენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თესლის მწარმოებელი ფერმერებისთვის საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და სერტიფიცირების პროცედურების გაცნობის მიზნით   საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები  მუდმივად იმართება.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics