|
2016-11-28 12:26:33, 611 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. რეგიონული მედიის წარმომადგენლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა ბიუროს პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის ძირითადი თემები სააღსრულებო სისტემა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სააღსრულებო პროცედურები იყო. სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს, მათ შორის, ფაქტების კონსტანტაცია, გამარტივებული საქმისწარმოება და სხვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა პირადად მოისმინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისგან, თუ როგორია ბიუროს განახლებული მიდგომა და პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ; იოსებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეულ სააღსრულებო საქმისწარმოებაშიმხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ. ჟურნალისტები გაეცნენ ბიუროს მიერ მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას. საინფორმაციო სემინარი 25-26 ნოემბერს თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მასშტაბით 30 რეგიონული მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მედია ტრენინგი გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. (NS)
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)