21:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 19:36:57, 2185 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დადებითად შეაფასა

პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 

„ჩვენ, ღია ბაზრის პირობებში, მცირე ხელშეწყობით, ყველანაირი პროტექციონიზმის გარეშე, რაც არის თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის ძირითადი ამოსავალი წერტილი, მოვახერხეთ შეგვექმნა სტიმული, რათა ჩვენს მოქალაქეებს წარმოება საქართველოში დაეწყოთ. შემიძლია, ადგილობრივი ნაწარმის ჩამონათვალი მოგცეთ, რომელმაც იმპორტი ჩანაცვლა და ექსპორტზე გავიდა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 212 პროექტი მხარდაჭერილია როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შექმნილია 450 მილიონზე მეტი ლარის საინვესტიციო შესაძლებლობა და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics