|
2016-11-19 10:37:08, 1515 ნახვა
სამართალი
შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116006-ის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს კიბერდანაშაულის საფრთხეები გააცნო და ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობლობის შესახებ რჩევები მისცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ გააცნეს, მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ კანონით ყველა სახის ძალადობა ისჯება. შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და ევროსაბჭოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს „ლანზაროტეს კონვენციის“ წევრი ქვეყნები ყოველი წლის 18 ნოემბერს აღნიშნავენ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)