09:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 09:01:19, 718 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დღეს რუსეთში გაემგზავრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე  დღეს რუსეთში გაემგზავრება.

ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის მიწვევით ჩავა.

უწმინდესი პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვას აღავლენს.

ქათოლიკოს პატრიარი რუსეთში 24 ნოემბრამდე დარჩება. 23 ნოემბერს ილია მეორე ქართულ ტაძარს მოინახულებს და სამღვდელოებას შეხვდება.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვეყნის პრეზიდენტთან დაგეგმილი არ არის, თუმცა ღონისძიებების ფარგლებში პატრიარქი შესაძლოა მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს.

ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდაიევი) 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.

2009 წლის 27 იანვარს 677-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. 2009 წლის 1 თებერვალს კი ინტრონიზაცია შედგა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics