|
2016-11-17 13:16:36, 2313 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო
რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, 10 ნოემბერს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ LinkedIn-ის დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. სასამართლოს ცნობით, სოციალური ქსელი პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციის შესახებ კანონს არღვევს. მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სოციალური ქსელი აგროვებს და ავრცელებს იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც ქსელის მომხმარებელი არ არის, ეს ყველაფერი კი მათი თანხმობის გარეშე ხდება. გარდა ამისა დეპარტამენტის ცნობით, LinkedIn-მა რუსეთში თავისი სერვერები არ გადაიტანა, რაც ასევე დარღვევაა. ამასთან, როგორც LinkedIn-ში აცხადებენ, კომპანია არ არის ვალდებული რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავოს, რადგან მისი მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები პირად მონაცემებს ნებაყოფლობით უთითებენ და რეგისტრაციის დროს ყველა პირობას დეტალურად ეცნობიან. ცნობისთვის, LinkedIn-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც სამსახურის ძებნისა და სამუშაო კონტაქტების გაცვლისთვისაა შექმნილი. სოციალურ ქსელს 400 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. გამოკითხვების თანახმად სოციალური ქსელი 15 ყველაზე პოპულარულ საიტებს შორისაა. კომპანიის სერვერები კალიფორნიაში არის განთავსებული.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)