08:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 12:57:08, 742 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს გადეცა პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ და ასევე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებმა.

რაც შეეხება ჯავახიშვილის სახელობის მედალს, - მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაში. 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics