03:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 14:05:00, 636 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს მუშაობა დაიწყო.

დევნილთა  და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო.

მინისტრის თქმით,  ამ ეტაპზე 400 ბინა ნაწილდება.

„დაიწყო თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დევნილებისთვის. ამჯერად 400 ბინა ნაწილდება. ამ 400 ბინიდან დაახლოებით 100 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე გადანაწილდება. დანარჩენი ბინები, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ნაწილდება იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ეს არის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალიან მალე გაგრძელდება და  საშუალება იქნება, რომ თითქმის ყველა გაჭირვებული ოჯახს, ვისაც დღეს საცხოვრებელი  არ აქვს ბინა გადაეცეს. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა ხდება დეტალურად, გადაღებულია სურათები,  რამდენჯერმეა ჩატარებული მონიტორინგი, რამდენჯერმეა მისული კომისია თითოეულ ოჯახთან და ამის მიხედვით, კომისიის სხდომაზე საერთო კონსენსუსის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად შეცდომის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.   

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics