03:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:09:15, 724 ნახვა

საზოგადოება
საუდის არაბეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „Olaya Real Estate"-ის სათაო ოფისში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას  საქართველოს შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა მიეწოდა,  ასევე ნაჩვენები იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ვიდეოები კლიპები.  

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის დასრულების შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო პროექტებს (ტურიზმს, უძრავ ქონებას) და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სამომავლო ასპექტებს.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საუდის არაბეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics