|
2016-11-09 13:09:15, 2024 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში: პუტინმა ამერიკის არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაქფოლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "პუტინი ჩვენ არჩევნებში წარმეტბულად ჩაერია. ყოჩაღ", - წერს დიპლომატი. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ ყოფილმა ელჩმა აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა. აღნიშნულ განცხადებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენილი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ობამას ადმინისტრაციამ "მაქფოები" ქვეყნის მმართველებად დანიშნა და აშშ-ის მართვა ანდო. "ობამას ადმინისტრაციამ, ანდო "მაქფოებს" წამყვანი თანამდებობები და ქვეყნის მართვა, როდესაც სიტუაცია აირია, ყველა პრობლემა რუსეთს დააბრალა. დაიწყეს ყვირილი, რომ ყველაფერში დამნაშავე მოსკოვია", - განაცხადა სახაროვამ. მედიის ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურები არაერთხელ ამბობდნენ, რომ რუსეთი მხარს დონალდ ტრამპს უჭერს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აღნიშნული ბლრადებები მხოლოდ და მხოლოდ სოზაგადოებრივი აზრის მანიპულაცია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია. ამასთან, პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის ნებიმისერ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს, რომელსაც ხალხი აირჩევს. ცნობისთვის, სხვადასხვა მედია საშუალებები ამერიკის სპეცსამსახურებზე დაყრდნობიტ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონის პირად ინფორმაციებზე წვდომა რუს ჰაკერებს ჰქონდათ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)