|
2015-03-19 10:56:02, 1233 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინელი და რუსი ხალხი ერთი ერია
„უკრაინელი ხალხი და რუსი ხალხი ერთი ერია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიის წლისთავზე მოსკოვში გამართულ კონცერტზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი ყველა იმ სირთულეს დაძლევს, რომელსაც უქმნიან. „რუსეთში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ რუსეთი და უკრაინელები ერთი ერია, ასე ვფიქრობ ახლაც, თუმცა რა თქმა უნდა უკიდურესი ნაციონალიზმი საზიანო და საშიშია. დარწმუნებული ვარ უკრაინელი ხალხი ობიექტურად შეაფასებს მათ ქმედებებს, ვინც ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებეთ, რაც შეგვიძლია, იმისათვის, რომ უკრაინამ გადალახოს ეს რთული პერიოდი.ჩვენ უნდა დავძლიოთ ის სირთულეები, რომელსაც გვიქმნიან“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა. ცნობისთვის, ყირიმის ანექსიის წლისთავზე მიძღვნილ კონცერტში 100 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რუსეთის პირველმა პირმა ქვეყნის ჰიმნი იმღერა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)