|
2016-10-24 09:35:49, 928 ნახვა
სამხედრო
პირი, რომელიც ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია
პირი, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის ზურაბ კუხიანიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი შენგელიას ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. „იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა იყო თუ არა სამხედრო სამსახურთან კავშირში. ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთვის დადგენა ვინ არის, რას წარმოადგენს სად მუშაობდა და ა.შ.“,-განაცხადა კუხიანიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)