16:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 18:59:27, 824 ნახვა

საზოგადოება
წნორის კლინიკაში განთასებული 8 სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

წნორის კლინიკაში განთასებული 8 სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ.

"ამ დროისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ. კატასტროფის ეკიპაჟები უკვე დედოფლისწყაროს კლინიკაში გავიდნენ. 27 პაციენტიდან 5 თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. სტაბილურია წნორის კლინიკაში განთასებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ", - განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics