18:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 12:19:05, 1471 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელებს. მანამდე კი, მთავარი საფინანსო დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მას შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უნდა გაიზარდოს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაფინანსება და იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება. შენიშვნები მთავრობაში გადაიგზავნება.

საპარლამენტო უმცირესობა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, ისინი ფინანსურ დოკუმენტთან  დაკავშირებით თავიანთ მკვეთრ პოზიციას მხოლოდ წერილობით გაავრცელებენ.

2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ  595 მილიონ ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics