11:18 - 11 May, 2026
|
2016-10-17 11:58:55, 849 ნახვა
რეგიონი
სოხუმში ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა
სოხუმში ადგილობრივი ტელერადიო კომპანიის შენობის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, - ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზია" იუწყება. როგორც მედია საშუალება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა აღმოჩენილი. „ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მამაკაცმა თავი აიფეთქა. მას ასაფეთქებელი მოწყობილო ჰქონდა. სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, მუშაობს ყველა ძალოვანი სტრუქტურა“, - განაცხადა კობახიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)