09:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 11:25:32, 600 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ბათილი პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების რაოდენობა ჯამში 13 111-ს შეადგენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე  გამოყენებული და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ ისაუბრეს.

როგორც აღინიშნა, აჭარაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 308 506 შეადგინა.

 8 ოქტომბერს უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა  163 348 -ს შეადგენს.  პროცენტული მაჩვენებელი - 52%

2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში 585 400 ბიულეტენი დაიბეჭდა.  აქედან: გამოყენებული, პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების რაოდენობა 326 696 შეადგენს, გაბათილდა 5 829  პროპორციული და 7 282  მაჟორიტარული ბიულეტენი, ჯამში 13 111.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics