|
2015-03-17 09:42:52, 516 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და „ბაზისბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და „ბაზისბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს. ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ მოაწერეს. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, „ბაზისბანკის“ ფინანსური დახმარებით ცენტრმა უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის იყო სკოლის მოსწავლეებისთვისთვის ოლიმპიადა „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, ასევე „პროგრამა „ორი თაობა“. „მემორანდუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებს. ვთანამშრომლობთ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად. მემორანდუმის მიზანია ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, კულტურული, სპორტული და სოციალური აქტივობების (მათ შორის კონკურსების) ჩატარება და გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ფასიანი საჩუქრების გადაცემა. „ბაზისბანკი“ ექვს წელზე მეტია განაგრძობს განათლებაზე და ზოგადად, უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას, რაც ჩვენი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც დაესწრო. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)