|
2016-10-07 12:02:45, 1173 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურსს პოლიტიკურ პროცესებში გამოიყენებს, მკაცრად დაისჯება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წინასაარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მანკიერი პრაქტიკა დასრულდა. მინისტრის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურს პოლიტიკურ პროცესებში გამოიყენებს, ძალიან მკაცრად დაისჯება: „სამწუხაროა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბრალდებების გარდა სხვა პოლიტიკური საკუთარი დღის წესრიგი არ ყოფნით მყარი პოზიციებისთვის. ეს არის სრული სიცრუე. პედაგოგებზე ზეწოლა ადრე ქართულ რეალობაში იყო, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია ეს სისტემა. პირადად შევხვდი 9 ათასამდე პედაგოგს და ამის შესახებ პირადად ვუთხარი. ჩენ ყველანაირად სკოლა და ჩვენი მოსწავლეები უნდა დავიცვათ ამ ხრიკებისგან. რესურსცენტრებთან მქონდა პირდაპირი საუბარი ამის შესახებ, რომ არც ერთი პარტიის, მათ შორის არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან არანაირი აქტივობა სკოლის კონტექსტში და სამუშაო საათების კონტექსტში არ უნდა ყოფილიყო. თუ ასეთი დარღვევები იქნება, ჩვენ ამაზე რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებთ ადმინისტრაციულად. ჩვენი ამოცანაა და პირადად ჩემი მანდატია, მოგეხსენებათ მე უპარტიო ვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მანკიერი პრაქტიკა დასრულდეს. ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს, შეიძლება კონკრეტულ შემთვევებში, კონკრეტული მასწავლებელი, ან კონკრეტული დირექტორი რაღაც თავის ინიციატივით რაღაცას აკეთებდეს და ეს ძალიან მკაცრად დაისჯება, რადგან ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული სკოლა, იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან და ის წინასაარჩევნო, მშვიდი გარემო, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მათ შორის ამაზეც ვრცელდება, რომ სკოლა და უმაღლესი სასწავლებელიც არის იზოლირებული ამისგან. ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა, როგორც კი ასეთი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად მომენტალურად რექციას გავაკეთებთ და ძალიან მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა მასწავლებელს, ესეც აბსოლუტური სიახლეა, ყველა მშობელს, რესურსცენტის ყველა თანამშრომლეს აქვს სრული თავისუფლება პირადად თავისი პოლიტიკური მოსაზრება გამოთქვას კიდევაც აქტიურად, ოღნდ ეს უნდა მოხდეს სამსახურის გარეთ, სკოლის შენობის გარეთ, სკოლის ადმინისტრაციული ფარგლების გარეთ”,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)