|
2015-03-16 15:27:57, 1018 ნახვა
სამართალი
სასამართლომ "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა
სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეში "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა არ გაიზიარა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა. "სასამართლო ჰაკიმ ფაშას ვიდეოს საერთოდ არ შეაფასებს და არ გაიზიარებს, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ჰაკიმ ფაშა, რას წარმოადგენს, რა ვითარებაში მოიპოვა მტკიცებულება, სად ინახავდა და როდის, ან საიდან ატვირთა იგი შესაბამისად ინტერნეტ სივრცეში",-განაცადა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა. ცნობისთვის, სქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოც გაუუქმდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)