|
2016-10-06 16:05:39, 1124 ნახვა
კომენტარი
გიგაური: კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეჩერდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვის პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც გიგაურმა აღნიშნა, ფორსირებულ ვითარებაში აღნიშნული სხდომის დანიშვნა არასწორი იყო. „ეს არასწორი იყო, განსაკუთრებით ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონოდათ დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინათ, თუ ვინ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონით მათ აქვთ უფლება მეტი დრო ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაასახელონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კარგია, რომ ზოგადად ეს პროცესი შეჩერდა. კიდევ ერთი წევრი უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოში პარლამენტის მხრიდან და ფორმისებულად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა მოხდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)