11:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 12:42:19, 1079 ნახვა

რეგიონი
პროექტი „მრავალფეროვნების სკოლა“ ზუგდიდში ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში „მრავალფეროვნების სკოლა“ გაიმართა.

პროექტის მიზანი  14-18 წლის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტში ადგილობრივი საჯარო სკოლების 25 მოსწავლე ჩაერთო.

„მრავალფეროვნების სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით; გაიმართა გუნდური თამაშები და ფილმების ჩვენება.

პროექტის ფარგლებში  მონაწილეებმა მოისმინეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა; სტერეოტიპები მრავალფეროვნების კონტექსტში;  გენდერი და კულტურული მრავალფეროვნება.

„მრავალფეროვნების სკოლა“ ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროექტის მონაწილეებს   სერტიფიკატები გადაეცათ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია 14-18 წლის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics