|
2015-03-16 14:25:10, 619 ნახვა
საზოგადოება
ქვეყნის ერთიანი აეროფოტო გადაღებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
ქვეყნის ერთიანი აეროფოტო გადაღებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. როგორც „ექსპრენიუსს“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ უცხოურ თუ ქართულ კომპანიას შეუძლია. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კი აპრილის ბოლოს იწურება. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შემდეგ ბმულზეა განთავსებული: http://ted.europa.eu/ სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყნის სრული აეროფოტო გადაღება უნდა განახორციელოს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ შავი ზღვისპირა ზოლი, რომელიც სააგენტომ გასულ წელს თავად გადაიღო. გადაღების დასრულების შემდეგ კომპანია შესაბამის მონაცემებს დაამუშავებს და მათ საფუძველზე ორთოფოტოებს შექმნის. საერთაშორისო ტენდერი პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის შესრულება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება. პროექტი საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისიორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის არეალი სამ ბლოკადაა დაყოფილი: I ბლოკის აეროგადაღება 2015 წლის აპრილ-მაისში, მე-II და მე-III ბლოკების კი 2015 წლის მაის-ივნისში მოხდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას, 5 ფოტოგრამეტრიული სამუშაო სადგურის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას. პარალელურად, შერჩეული 1000 კვ.მ ურბანული ტერიტორიის ლიდარით სკანირება და მიღებული მონაცემების დამუშავება, კონტურული ხაზების შექმნა და ტოპოგრაფიული მონაცემებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებაც განხორციელდება. ამას გარდა, გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამ დრომდე საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამას გარდა, ქაოტურ და არაერთგვაროვან სურათს ქმნის. ახალი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკუთრების უფლებების დაცვის მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. ამას გარდა, მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, NSDI-ის კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას. „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წელს დასრულდება.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)