02:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 17:07:32, 895 ნახვა

საზოგადოება
პედაგოგი: მთავრობა მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს, ჩემთვის ესაა მთავარი

"მთავრობა მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს, ჩემთვის ეს არის მთავარი",-ამის შესახებ 126-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მაკა მახარაძემ პრემიერის, განათლების მინისტრისა და  პედაგოგების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრით ძალიან  კმაყოფილია:

"მეც კომაროველი ვარ, როგორც ჩვენი პრემიერი. როცა შეხვედრაზე მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ  უნდა გადამეხადა მადლობა იმ სიახლეებისთვის, რაც სქემასთან დაკავშირებით იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ მე სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ, მაინც ვიტყვი, საგამოცდო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მუდმივად იწყებოდა ლანძღვა-ოროსანი მასწავლებლები, ჩაჭრილი მასწავლებლები და ა.შ.  ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, საგაკვეთილო პროცესის ჩატარება მასწავლებლისთვის რამდენად რთულია. შეურაცხყოფილი მასწავლებელი ვერც ნორმალურ გაკვეთილს ჩაატარებს, ვერც შედეგზე გავა. აქედან გამომდინარე, პირველი ნაბიჯები, რაც იდგმება სქემის გასაუმჯობესებლად, მასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის გადავუხადე მადლობა ბატონ პრემიერსაც და მინისტრსაც. მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს მთავრობა, ჩემთვის ეს არის მთავარი",-აღნიშნა მაკა მახარაძემ. 

კიდევ ერთი პედაგოგის, თბილისის, 171-ე საჯარო სკოლის მასწავლებელის,  მზია კვინტრაძის თქმით, ძალიან მადლობელია, რომ მთავრობა მასწავლებლისთვის  დაკარგული ღირსების აღდგენაზე მუშაობს:

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.  დიდი პატივია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და განათლების მინიტსრი უშუალოდ გილოცავენ პროფესიულ დღესასწაულს, რასაც მასწავლებლის დღე ჰქვია. ეს იყო უშუალო შეხვედრა, გულწრფელი,მართალი საუბარი ქვეყნის  პირველ პირებსა და მასწავლებლებს შორის. პირადად, როცა მოვდიოდი მათთან შესახვედრად, ნამდვილად მქონდა დიდი თხოვნა, რომ დაეხმარონ პედაგოგებს დაკარგული ღირსების აღდგენაში და ჩემდა გასაოცრად, ვიდრე მე შეკითხვას დავსვამდი, მათ სწორედ ამით დაიწყეს საუბარი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ",-განაცხადა მზია კვინტრაძემ.

დღევანდელი შეხვედრა პედაგოგების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა  მასწავლებლებს  პროფესიული დღესასწაული წინასწარ მიულოცა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics