23:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 18:41:35, 737 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ. 

სასწავლო წლის დაწყების წინ მთავრობის თავმჯდომარე იმ სტუდენტებს გაეცნო, რომლებსაც აჭარის მთავრობა „სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით" აფინანსებს. მთავრობის თავმდჯომარემ სტუდენტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა განათლებული და პროფესიონალი კადრების მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. 

ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ასევე საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა და სასურველია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.
 
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება. ვინაიდან სტუდენტები ჩვენი მომავალი თაობაა, სახელმწიფო ინვესტირებას ახდენს სწორი მიმართულებით. ჩვენს ქვეყანას ჭირდება განათლებული და პროფესიონალი სპეციალისტები, ძლიერი მენეჯმენტი. მე მჯერა, რომ მომავალი თაობა ყველაფერს გააკეთებს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 


2016 წლის პროგრამით 900-მდე სტუდენტს უფინანსდება სწავლა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 920 000 ლარი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 210 სტუდენტს უფინანსდება, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics