|
2016-09-28 15:24:42, 594 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემილიონე მომხმარებელი აჭარის რეგიონში მცხოვრები მამუკა მახარაძის ოჯახი აღმოჩნდა. აბონენტის ქსელზე მიერთება დღეს სოფელ ხუცუბანში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტთან, როვნაგ აბდულაევთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ აჭარაში 65 ათასზე მეტი აქტიური და პოტენციური აბონენტი ჰყავს, 2017 წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 9 ათასამდე აბონენტის გაზიფიცირება. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია "სოკარს" საქართველო-აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. "გაზიფიცირება, წყალმომარაგება არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გარემოს შენარჩუნებისთვის და, რა თქმა უნდა, როცა გაზიფიცირებული იქნება ჩვენი სოფლები, მათ შორის მაღალმთიანი აჭარა, ხე-ტყე აღარ გაიჩეხება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით და უახლოეს მომავალში დაიწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა და ბათუმიდან ხულოსკენ მიმავალი გზაც იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ასევე, წყალმომარაგების მიმართულებით გვაქვს პროექტები, რომ მთლიანად აჭარა, მათ შორის მაღალმთიანი, აღჭურვილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს იქნება თანამედროვე, კომფორტული პირობების შექმნა თითოეული აჭარული ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი მთავრობის ვალი და ჩვენ დიდი სიამოვნებით და დიდი პასუხისმგებლობით ვასრულებთ ამ მოვალეობას. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ როვნაგ აბდულაევს, რომელიც არის საქართველოს მეგობარი და კომპანია „სოკარს“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა მამუკა მახარაძეს გაზიფიცირება მიულოცა და მის ოჯახში სიმბოლურად გაზქურა აანთო. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებელი დაასაჩუქრა. 2017 წლის ბოლომდე კომპანია „სოკარი“ 360 კმ-იანი მილსადენის აშენებას და 8 935 აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავს.
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)