|
2015-03-14 11:27:47, 726 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტებში ჩაერთვებიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტებში ჩაერთვებიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა-გახორციელებაზე, რათა ხელი შეუწყონ დანაშაულის პრევენციას ქვეყანაში. როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, ორივე ცენტრის მოქმედ პროგრამებში უამრავი გადაკვეთის წერტილია. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის საინტერესოდ დაგეგმვა. გადავწყვიტეთ, რომ მეტად ვითანამშრომლოთ და მეტი კოორდინაციით უფრო ეფექტური გავხადოთ ერთობლივი საქმიანობაც“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ნუგზარ კევლიშვილის თქმით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროგრამებში აქტიურად ჩაერთვებიან. თანამშრომლობის მიზანია განრიდებისა და მედიაციის, ასევე დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართული ბენეფიციარებისთვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)