|
2015-03-14 10:03:49, 969 ნახვა
სამართალი
დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს 7 ნოემბრისა და „იმედში“ შეჭრის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა. როგორც კეზერაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით კეზერაშვილს უკანონო თანხების ლეგალიზაცია დაემატა ბრალად და ამით ბრალდება დაუმძიმდა. “ბრალდებას რაც შეეხება, ჩვენ ხელთ გვაქვს დავით კეზერაშვილის ბრალდების შესახებ დადგენილება. აქ არავითარი ახალი მტკიცებულება არ არის, არავითარი ახალი მასალა არ არის. 8 თვის წინ წარდგენილი ბრალდება გადააფასეს და თუ ადრე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც დაუმატეს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთდ პოლიტიკურ მიზანს, ეს არ არის უკვე სამართლებრივი პროცესი, გასცდა სამართლებრივ პროცესს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ. ამასთან, კეზერაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დილის 10:00 საათზე გიგი უგულავას ბრალდებას დაუმძიმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)