17:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:13:55, 566 ნახვა

საზოგადოება
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ.

მათ ადგილზე ანთებული სანთლებით სიმბოლურად წარწერა: „ჩემი საქართველო აქ არის“ გამოსახეს.

აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

„ახალგაზრდები ზუგდიდიდან შევიკრიბეთ, რათა ამ დღეს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ჩვენ მზად ვართ, შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის როგორც ამ ხიდის ერთ ბოლოში, ასევე მეორე ბოლოში. ჩვენი საქართველო აქ არის“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ქადარიამ.

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ, 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics