|
2015-03-13 11:41:00, 767 ნახვა
სამართალი
შსს-ს დაცვის პოლიციამ ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას სამუშაო ვიზიტით ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის პირველმა პირმა და დელეგაციის წევრებმა ქართველი კოლეგებისგან, ბოლო წლებში საქართველოს პოლიციაში გატარებული რეფორმების შესახებ მოისმინეს. დეტალურად გაეცნენ და ისაუბრეს ახალი ინფრასტრუქტურული სიახლეების, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების და დაცვის მომსახურების სამუშაო სპეციფიკის შესახებ. სამდღიანი ვიზიტი ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. შეხვედრის მთავარი თემაა სპეცდანიშნულების და არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილება, დაცვა-ესკორტირება, პირადი დაცვა და ფულადი სახსრების ინკასაცია. ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დაცვის პოლიციის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოების მუშაობის პროცესს გაეცნენ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)