|
2016-09-21 16:13:16, 857 ნახვა
რეგიონი
აჭარას ჩინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები სტუმრობენ
აჭარაში ჩინეთში წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტები და ტუროპერატორები ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. მათივე ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ ისინი ძველ ბათუმს, ბულვარს, ევროპის მოედანსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს ათვალიერებენ, ასევე, გაეცნობიან ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ. ჩინელი ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები აჭარას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სტუმრობენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ისინი თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. მათი ერთკვირიანი ინფოტური საქართველოში მესტიასა და ქუთაისში ვიზიტით დასრულდება. ჩინურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს გააქტიურება, რაც პრეს და ინფოტურების ორგანიზებაშიც გამოიხატება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დანიშვნას უკავშირდება. სექტემბრის ბოლოდან თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)