12:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 17:03:13, 659 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე ლექტორმა და სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით, მოქმედმა ლექტორებმა-ზაალ მიქაძემ და გია ნიკოლეიშვილმა, ასევე ყოფილმა ლექტორმა, "ელექტროდინამიკური ინჟინერინგის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მოქმედმა ხელმძღვანელმა ფირან კობიაშვილმა და სტუდენტმა გიორგი მოდებაძემ შიმშილობა დაიწყეს.

როგორც ფირან კობიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, შიმშილობის აქციას გამაფრთხილებელი სახე  აქვს და იმ შემთხვევაში, თუ რექტორი არ გადადგება,  მასშტაბური შიმშილობები დაიწყება. კობიაშვილის თქმით, არჩილ ფრანგიშვილმა აკადემიურ საბჭოს   რექტორად  თავი კანონის დარღვევით, მესამე ვადით აარჩევინა:

"თუ ამ დღეებში არ მოეგო გონს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ვართ ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში და ვიქნებით მანამდე, სანამ არ გადადგება არალეგტიმური რექტორი.მან დაარღვია კანონი, მესამე ვადით აარჩევინა საბჭოს თავისი თავი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ მას არ  აქვს უფლება, ორ ვადაზე მეტით იყოს რექტორი. კანცლერმაც ასე ქნა. მე-12 წელია, კანცლერია, ისიც მესამე ვადით აირჩიეს.სწავლის პროცესი ნულზეა დაყვანილი და არანაირი წინსვლა არ ხდება უნივერსიტეტში. ამ ადამიანმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. უნდა ადგეს და წავიდეს",-აღნიშნა ფირან კობიაშვილმა და დასძინა, რომ 13 წელი ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო, თუმცა პროტესტის გამოთქმის შემდეგ ის გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics