20:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 12:55:59, 774 ნახვა

სამართალი
შსს-ს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ედუარდო ლუის ფერნანდეს მარტინი ეწვია.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მეკავშირე ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოფიცერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო.

მხარეებმა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების ზრდის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ასევე დაიგეგმა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

გარდა ამისა, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება, რასაც ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის იანვარში ქალაქ მადრიდში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics