|
2016-09-05 15:24:52, 1145 ნახვა
სხვადასხვა
Forbes-მა ბათუმი „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა
Forbes-მა ბათუმი ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა. რეიტიგნში ბათუმი უსწრებს ისეთი ქვეყნის კურორტებს როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი. ამის შესახე "ექსპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი შავი ზღვის სწარაფად განვითარებადი კურორტია და აქ დამსვენებლებს საშუალება აქვთ საზღვაო დასვენებასთან ერთად ქალაქისა და მის მახლობლად არსებულ ისტორიულ-ძეგლებს გაეცნონ, ამასთანავე დაესწრონ იმ მუსიკალურ, ანიმაციურ და კინო ფესტივალებს, რომლებიც ბათუმში სექტემბერში იმართება. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია დასვენების ბიუჯეტი: საგზური 2 ადამიანზე: 1 კვირიანი ცხოვრება 3* და მეტი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში და ასევე ავიაბილეთების ღირებულება მოსკოვიდან და პირიქით. გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგის შედგენისას გამოყენებულია სექტემბრის თვის საშუალო ფასები. „ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის „შესანიშნავი ათეული“ ასე გამოიყურება: 1. ბაქო (აზერბაიჯანი) - 52 ათასი რუსული რუბლი.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)