|
2016-09-05 11:44:40, 1020 ნახვა
კომენტარი
თამარ თედლიაშვილი: მეტრეველი ოქრუაშვილის მითითებებს ასრულებდა და ამბობდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო
მეტრეველი ოქრუაშვილის მითითებებს ემორჩილებოდა და ამბობდა, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია, - ამის შესახებ გორის საკრებულოს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილმა საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის ილია მეტრეველის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც თედლიაშვილმა აღნიშნა, მეტრეველის არჩევიდან რამდენიმე დღეში საკრებულოში უკანონო ქმდებები დაიწყო. „მე ილია მეტრეველი არჩევის წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა, ის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნებისა“ და მათი აზრების გამზიარებელმა დეპუტატებმა აირჩიეს. მეტრეველის არჩევიდან რამდენიმე დღეში საკრებულოში უკანონო ქმდებები დაიწყო. საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კონკურსის წესით არჩეული 2 თანამშრომელი, ნათია ომაძე და გიორგი აფციაური, დაიბარა და მათ თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა, რადგან მათ ნაცვლად საკუთარი კადრების დანიშვნა სურდა. თუმცა, ეს ფაქტი გახმაურდა და ეს ორი ადამიანი თანამდებობაზე დარჩა. თუმცა, მას მერე მეტრეველმა, ლიმიტის გადაცილებით, მაინც დაასაქმა ირაკლი ოქრუაშვილი და რამაზ შარიქაზე. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ორი ადამიანი თანამდებობაზე დარჩენილიყო, მეტრეველმა საკრებულოდან 5 ადამიანი გაუშვა. საკრებულოს თანამშრომლები მუდმივ შიშში იყვნენ, რომ თანამდებობების დატოვება მოუწევდათ. მეტრეველი ოქრუაშვილის მითითებებს ემორჩილებოდა და ამბობდა, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია, რადგან ოქრუაშვილს ასე სურს. რამდენჯერმე დავაყენე მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხი და „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას ვთხოვდი. უკვე 1 სექტემბერს „ოცნებამ“ ჩვენს მოთხოვნას მხარი დაუჭირა. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 10 მომხრე იყო, 3 წინააღმდეგი და მეტრეველი გადავაყენეთ“, - განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ თედლიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. 15 დეპუტატიდან იმპიჩმენტში მონაწილეობა 13-მა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 10-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცნობისთვის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტი გასულ თვეშიც სცადეს, თუმცა მაშინ დეპუტატებმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა უკან გაიტანეს. მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს უახლოეს სხდომაზე აირჩევენ.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)