20:33 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 13:38:50, 1979 ნახვა

მსოფლიო
ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ISIS-ის ვიდეოში ტყვეებს სიკვდილით სჯის, მამამ ამოიცნო

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც 5 მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის, ერთ-ერთი მოზარდი მამამ ამოიცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი წარმოშობით ბრიტანელია.

როგორც მოზარდის მამა აცხადებს, ბავშვი ბრიტანეთში დაიბადა, მაგრამ 2013 წელს განქორწინების შემდეგ, მოზარდი დედასთან და მამინაცვალთან ერთად სირიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისივე ინფორმაციით, მამინაცვალი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო და მის ხელტ არსებული ინფორმაციით, 2015 წელს ერთ-ერთი შეტაკების დროს გარდაიცვალა.

მოზარდის მამის თქმით, რომელიც ანონიმურობის დაცვას ითხოვს, ბიჭი სირიაში წასვლამდე იყო ნორმალური , ჩვეულებრივად იქცეოდა, თუმცა ამაზრზენია ის, რომ მას თვინი "გამოურეცხეს".

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდს "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას დედამისიც უჭერდა მხარს.

მედიის ცნობით, მოზარდის დედა, სალი ჯონსი, ახლა ცნობილია როგორც უმ ჰუსეინ ბირტანია. მას ასევე, "თეთრ ქვრივს" ეძახიან. აღსანიშნავია, რომ სალი ჯონსი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავლენიანი ტერორისტია, რომელიც სხვადასხვა ტერაქტების ერთ-ერთი მტავარი ორგანიზატორია.

შეგახსენებთ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის. მოზარდების ასაკი 10-დან 13 წლამდეა. ვიდეო რაქაშია გადაღებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics