|
2016-08-24 10:27:47, 698 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა იგეგმება: „რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ თეთნულდის კუორტის განვითარება ეკონომიკის მინისტრთან ერთად. უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება ამ კურორტის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღოს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბოლატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც არის აუცილებელი, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას გვირაბების მეშვეობით, რომ ზამთარში საათნახევარი, ორი საათის ინტერვალით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისთვის, რომ სამეგრელოს მხრიდანაც ადვილი იყოს კურორტზე ასვლა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)