|
2016-08-22 17:29:56, 789 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათთან არსებულ პრობლემებს. „დევნილთა მხრიდან იყო თხოვნა, რომ მივსულიყავით მათთან, ჯვარში, რადგან სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. მათთვის, როგორც თავად განაცხადეს, უმნიშნელოვანესია პროფილაქტიკური გამოკვლევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენცია, რომელიც საშუალებას იძლევა სწორად დასმული დიაგნოზის საფუძველზე ჩაიტარონ მკურნალობა. ამის მიღწევა კი მხოლოდ წისასწარი პროფილაქტიკური გამოკვლევების პირობებშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ხშირად ჩავატაროთ გამოკვლევები. ზუგდიდში ახლა დავასრულეთ გამოკვლევები, რომელმაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა მოიცვა. ჩვენ ვარიგებთ მაღალი ხარისიხის მედიკამენტებს მოსახლეობაში, რა თქმა უნდა უფასოდ, რომ მათ პრობლემები არ შეექმნათ წამლის ფასთან ან მის შოვნასთან დაკავშირებით. დღეს მოვინახულე ოჯახი, რომელსაც ქალიშვილი ჰყავს ძალიან მძიმედ. მისი დედაც მძიმე მდგომარეობაში ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა ეხმარება, დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლებით და დამთავრებული ჩვენით, მაინც პრობლემა პრობლემად რჩება და ავადმყოფობა ვერ იკურნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ავადმყოფისთვის მეცადინეობას, რომ როგორმე შევძლოთ ამ მძიმე სენის დამარცხება. საქმის კურსში კი გვამყოფებს ჯვარში ჩვენი პოლიკლინიკის ხელმძღვანელი გოჩა ლიპარტელიანი, რომელიც ყოველდღიურ დახმარებასა და კონტროლს უწევს ამ სიტუაციას. ჯვარში 3000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ადგილობრივს დევნილი მოსახლეობა ჭარბობს. ბუნებრივია, მწვავედ დგას სამუშაო ადგილების პრობლემა. დასაქმების თვალსაზრისით, პრობლემების რაღაც ნაწილი გადაწყდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაოს ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში პოულობენ, სეზონურ სამუშაოებსაც ეტანებიან, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მათ არ გააჩნიათ. ბევრი მათგანი დასაქმებულია ენგურჰესზე. ადრე ფუნქციონირებდა გადამამუშავებელი ობიექტები, მაგრამ ახლა ყველა გაჩერებულია. გაჩნდა ლიცენზიების პრობლემაც ტყის ჭრასთან დაკავშირებით. თანხების ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება ახმარს სოციალურ ობიექტებს, კულტურის სახლის, კულტურული და დასვენების ობიექტების მშენებლობას. მაგრამ ადამიანებს უწინარესად მატერიალური საზრდო ესჭიროებათ, რომ ოჯახები გამოკვებონ. ჩვენ ხშირად ვივლით აქ, რომ უფრო კონკრეტული დახმარება გავუწიოთ ჩვენს დევნილებს. მთავარი კი ისაა, რომ მათ თავი მიტოვებულად არ იგრძნონ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)