18:03 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 11:49:54, 1708 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში თავდასხმა 12-14 წლის ბავშვმა განახორციელა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თავდასხმა, მოზარდმა თვითმკვლელმა განახორციელა, - ამის შესახებ BBC თურქეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელის ასაკი 12-14 წელი იყო. 

ქვეყნის სამხერთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება ქორწილის დროს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი კი დაშავდა, აქედან 17 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

თურქეთის პრეზიდენტმა თავდახმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” დააკისრა. როგორც ერდოღანის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრებსა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს შორის განსხვავება არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics