|
2016-08-18 12:51:09, 1380 ნახვა
ეკონომიკა
დანელია: თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესებას საჭიროებს
„თურქეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გადახედვას და გაუმჯობესებას საჭიროებს“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრ ფარუკ ჩელიკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, თურქეთი საქართველოსთვის ძალიან ახლო მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა აქვს. „ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გადახედვას და გაუმჯობესებას საჭიროებს. ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში ექსპორტის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩამოსულია 44 ბიზნესმენი, რომელიც ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის პირველი ფორუმი. ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი 22 წლის პაუზის შემდეგ. ჩვენ ასევე შევთანხმდით რეგლამენტზე, რომ აუცილებლად გვექნება ყოველწლიური შეხვედრა. ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მხრიდან 44 დელეგატია. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ შეხვდნენ და ერთმანეთი გაიცნონ როგორც თურქმა ასევე ქართველმა ბიზნესმენებმა“,-აღნიშნა დანელიამ. ამასთან, როგორც დანელიამ აღნიშნა, ბევრი პოზიციაა, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს. „ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამის გაუმჯობესება. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2014 წლიდან წამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. არის ბევრი პოზიცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მნიშვნელოვნად,. მათ შორის ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა პოზიციებში, რომლიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. ამიტომ ეს პროცესი ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციისთვის არის დამატებითი საწინდარი“,-განაცხადა დანელიამ. მინისტრის განმატრებით შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთი პროდუქტების ექსპორტს როგორიცაა თხილი, ხორცი, ყურძენი და თაფლი. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ თხილის თვალსაზრისით თანამშრომლობის ნაწილზე. ვინაიდან, თურქეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა თხილის ექსპორტის თვალსაზრისით. კარგი გამოცდილება აქვს და ეს ჩვენ უნდა გავიზიაროთ. ასევე ხორცის ექსპორტი გახლავთ ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ პრინციპულად უკვე შევთანხმდით. ეს გახლდათ ერთ-ერთი ღია საკითხი წლების განმავლობაში, თუმცა ამის პირობები 10-15 წლის წინ ნამდვილად არ არსებობდა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომლიც ყველანაირ გარანტიას იძლევა, რომ იქნება კეთილსაიმედო და უვნებელი გარემო, რათა მოხდეს ხორცის ექსპორტი. ვაჭრობა ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობას, მათ შორის თურქეთიდან იმ პროდუქციის იმპორტს რომლის წარმოება ქვეყანაში არ ხორციელდება“,-დასძინა დანელიამ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)